აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით იქნა ნათქვამი, რომ აშშ-სათვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ნაბიჯები რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
"ძალზედ მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისათვის მთავარი არის არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნის მცდელობა, არამედ ის დემოკრატიული ნაბიჯები რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. თუმცა ცხადია, რომ სამწუხაროდ დიდი პროგრესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხადია არ არის და მე სწორედ ამასაც გავუსვი ხაზი, რომ ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობის შედეგებს და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს და ქვეყნის სტაბილურობის გაუმჯობესების რაიმე ნიშნები", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში დღეს ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.