სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მგლებმა 26 წლის გია კაკაშვილი შეჭამეს, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
ცენტრის ცნობით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. ცხედარის ნაწილი მწყემსებმა სოფლის თავში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.