სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მემორიალის მოსკოველი არქიტექტორის, სერგეი პოზდნიაკოვის პროექტის მიხედვით შენდება. კომპლექსთან ერთად საბრძოლო დიდების მემორიალის აგებასაც აპირებენ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მემორიალური კომპლექსი და საბრძოლო დიდების მემორიალის აგების სამუშაო მასშტაბურია, საუბარი იმაზე, თუ როდის დასრულდება მშენებლობა, ნაადრევია, თუმცა სეპარატისტები მის დახრულებას "გამარჯვების 20 წლისთავისთვის" გეგმავენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია აქ კეთილომოწყობილი პარკის შექმნა, იმისათვის, რომ მომავალი თაობა აქ მოვიდეს და ვლადისლავ გრიგორის ძე მწუხარებით გაიხსენოს", _ აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ბებია.