აფხაზური მხარე გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებლის 1960 წელს დაბადებული ანატოლი ბერაიას გატაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გალის რაიონის ე.წ. მილიციის უფროსი ლაურენს კოღონია აცხადებს, რომ ბერაია დღის განმავლობაში თანასოფლელს ქორწილისთვის მზადებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი მოსაღამოვებისას ველოსიპედით სახლისკენ გაემართა და გაქრა.
ნათესავების ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. მათ მხოლოდ ბუჩქებში გადაგდებული ველოსიპედი იპოვეს.
"საღამოს კი მისი მობილური ტელეფონიდან უცნობმა პირმა დარეკა და ბერაიას ვაჟს გამოსასყიდი 50 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ გამოძიებას გალის ე.წ. რაიონული პროკურატურა აწამოებს.