ცხინვალი საქართველოსგან თავისი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას დაჟინებით გააგრძელებს. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ სანაკოევმა მოსკოვში გააკეთა.
"ვითანამშრომლებთ თუ არ ვითანამშრომლებთ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პოლიტიკას წარმართავენ ისინი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დაჟინებით გავაგრძელებს მოთხოვნას იმისა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და ჩვენ ამ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დავამყარებთ", _ განაცხადა სანაკოევმა და აღნიშნა, რომ ტერმინი "ოკუპირებული ტერიტოროები" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არანაირად არ მიესადაგება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ სანაკოევი მოსკოვში იმყოფება და ოს სეპარატისტთა ლიდერის ლეონიდ თიბილოვის მოსკოვში ვიზიტის დეტალებს ათანხმებს.