აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ის მზადაა ისაუბროს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის ხეკლშეკრულების გაფორმებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"ვისაუბრებ მათთან ვინც მოვიდა და ვისაუბრებ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. თუ "ქართული ოცნება" მდგომარეობს იმაში, რომ დაბრუნდეს აფხაზეთი, ეს ილუზორული ოცნებაა. ხოლო თუ ოცნება მდგომარეობს იმაში, რომ მოეწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ ამ საკითხის განხილვა შეიძლება", - განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისათვის დღეს მთავარი განსახილველი საკითხი - ეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა.