ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ENP AP) საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს განსახორციელებელი გეგმა დამტკიცებულია.
გეგმის დამტკიცება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მოხდა, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, დოკუმენტი რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ითვალისწინებს მართმსაჯულების, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესისა და საქართველოს პარლამენტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუდმივი კონსულტაციების შესაბამისად, შესაძლებელია გეგმის შემდგომი განახლება.