სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური არ ეთანხმება ინფორმაციას გურჯაანის რაიონში ქათმის ჭირის მასობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით.
ეროვნული სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქათმების დახოცვა ნამდვილად დაფიქსირდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, თუმცა მას არ ჰონია მასობრივი ხასიათი. მოსახლეობას არ მიუმართავს ეროვნული სამსახურის გურჯაანის რაიონული სამმართველოსთვის, თუმცა სამსახურის ვეტერინარმა ექიმებმა აღნიშნულ სოფელში აიღეს დახოცილი ფრინველის ნიმუშები, რომელიც კვლევისთვის გადაიგზავნა ლაბორატორიაში. შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
ფრინველის ჭირი შინაური და გარეული ფრინველის მწვავედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა. დაავადების აღმძვრელი ფრინველში შეიძლება მოხვდეს საკვებით, ინვენტარ-მოწყობილობით. ფრინველის ჭირი არ არის განსაკუთრებით საშიში დაავადება და მის წინააღმდეგ ღონისძიებები არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. ეროვნული სამსახურის ვეტერინარი ექიმები რეკომენდაციებს გაუწევენ ადგილობრივ მოსახლეობას დაავადების თავიდან ასაცილებლად,