საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნემისმიერი მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება გაიმართოს - უზრუნველყოფილი იქნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ საქართველომ აფხაზეთისა დამოუკიდებლობა აღიაროს. აცხადებს რადიოსადგურ "გოლოს როსიის"-სათვის მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს აფხაზეთში საერთო სიტუაციიდან, რეგიონის უსაფრთხოებიდან და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების თვალსაზრისით. მართალია ეს გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ჯერ ჯერობით ადრეა ამაზე საუბარი",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ ახლა ახალი ხელისუფლებს ეს ესაა ფორმირდება და ხელისუფლების გადაბარების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ხინთბას თქმით, აფხაზეთს საქართველოსგან ჯერ "არავითარი კონკრეტული წინადადებები ჯერ არც მიგვიღია და არც მოგვისმენია".
კიხვაზე პასუხის გაცემისას თუ კონკრეტულად რა სახის სიგნალების მიღება სურს აფხაზეთს საქართველოსგან ხინთბა ასე პასუხობს:
"სააკაშვილის რეჟიმმა სახელი გაითქვა იმით, რომ თავისი თავი ჩიხში შეიყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსთის კონფლიქტების მოგვარების კუთხით. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს უკვე აღიარებულნი არიან, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები და საქართველოსთან დღეს ნებისმიერი მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთს მოლაპარაკებებში ოფიციალურ მხარედ აღიარებენ და მისდამი დამოკიდებულება ასეთი იქნება.
ნემისმიერი მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება გაიმართოს - უზრუნველყოფილი იქნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. პრინციპში, თუ თბილისის მხრიდან ამგვარი მოლაპარაკებების გამართვის მზაობა იქნება გამოვლენილი ჩვენც მზად ვართ ამ მიმართულბეის ვიმოძრაოთ",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ მის აზრით, შესაძლებელი ყველაფერია, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს საჭირო პრაგმატიზმს და არსებულ რეალობებს გაითვალისწინებს, ეს უპირველეს ყოვლისა თავად საქართველოსთვის იქნება სასაგებლო.
ხინთბა აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საქართველო სერიოზული პოლიტიკური ტვირთისგან თავისუფლდება, რომელიც დღეს მას ხელს უშლის ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ასევე საშინაო პრობლემების გადაწყვეტის კუთხით.
"მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილის ზოგ მრჩეველს დღეს ესმის, რომ შეუძლებელია სააკაშვილის მიერ შემუშავებული და განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელება აფხაზეთის იზოლაციის კუთხით, მის მოლაპარაკებებზე მხარედ არაღიარების კუთხით და მისთვის "ოკუპირებული ტერიტორიების" იარლიყების მიწებების კუთხით. მიმაჩნია, რომ ამ ნეგატიურ შემადგენლებიდან ახალი ქართული ელიტა განზე გაიწევს",_ აცხადებს ხინთბა.