8-9 ოქტომბერს რუსეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ სანაკოევი ჩავა.
სანაკოევის რუსეთში ჩასვლის მიზეზი ოს სეპარატისტთა ლიდერ ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ვიზიტის მომზადებაა. ვიზიტის ფარგლებში სანკოევი ლავროვს შეხვდება და თიბილოვის ვიზიტის დეტალებს შეათანხმებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
ლუკაშევიჩის განცხადებით, სანაკოევსა და ლავროვს შორის გამართული შეხვედრის დროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ოსური და რუსული დელეგაციების მონაწილეობის საკითხსაც განიხილავენ.