"ჩვენ საქართველოდან მხოლოდ ერთს - ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ველით", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კრისტიან ბჟანიამ გააკეთა.
ამასთან ერთად, ბჟანია უშვებს იმას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი საქართველოს მიერ სოხუმისათვის მისაღებ სიბრტყეში ივანიშვილის მთავრობის მიერ შესაძლოა განხილული იყოს, თუმცა ის უზარმაზარი ნეგატიური ტვირთი, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში არსებობს, ჯერ ჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ახლო წარსულში რაიმის იმედი გვქონდეს".
ამასთან ერთად, ბჟანია აღნიშნავს, რომ არავითარი ნაბიჯების გადადგმას აფხაზური მხარე საქართველოს ახალ მთავრობასთან კონტაქტების დაასმყარებლად არ აპირებს და პირიქით, პირველ ნაბიჯებს თბილისიდან ელის.
კრისტიან ბჟანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში ცხოვრობენ და საქართველოსგან "მხოლოს პრობლემებს" ელიან.