სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფმა ეუთოს ეროვნული უმცირეობების საკითხების უმაღლდესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრს ინდირა ვარდანიას სეპარატისტების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნა შესთავაზა, იმისათვის რათა ამ წიგნებით გალელმა მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე ისწავლონ. "მე ვხედავ როგორ პრობლემებს აწყდებით თქვენ, მაშინ როდესაც ქართულ სკოლებში აფხაზური ენის დანერგვა ცდილობთ. ჩვენ შეგვიძლია თქვენ დაგეხმაროთ და გადაგითარგმნოთ რუსული და აფხაზური ისტორიის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე", _ განაცხადა ვოლებეკმა.
ამის პაუხად აფხაზეთი ე.წ. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ "აფხაზურ სახელმწიფოს არა აქვს პრობლემები წიგნის გამოცემასთან. აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები პერიოდულად ივსება სხვა და ხხვა დამატებითი ინფორმაციებით.
"აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები პერიოდულად შევსებას გადის და ხელახლა გამოიცემა ხოლმე. ამჟამად გამოცემისათვის მზადდება უკვე შევსებული "აფხაზეთის ისტორია" და "აფხაზეთის გეოგრაფია", რომლებიც ჯერ აფხაზურ ენაზე ითარგმნება ხოლო ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით სხვა შესაძლებელი თარგმანები განვიხილოთ", _ განაცხადა ვარდანიამ ვოლებეკის პასუხად.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონი სკოლებში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს.