"ივანიშვილის გამარჯვება არ ნიშნავს, იმას, რომ მოხდება რაღაც ძირეული ცვლილება აფხაზეთთან მიმართებაში", _ ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა ემმა გამისონიამ გააკეთა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, იმის შესახებ, რომ "აფხაზებსა და ოსებს მეტი სითბო, სიყვარული და მეტი მოფერება სჭირდებათ".
"საქართველოს ასეთ პოლიტიკურ ხელოვნებას აფხაზეთში უკვე მიეჩვივნენ. იგივე კეთდებოდა და იგივე საუბრები ისმოდა როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო, ჯერ იყო ჩვენდამი სიძულვილი ახლა კი სიყვარულით თამაში მიდის. მთავარი კი სიტყვები კი არა პოლიტიკური ნაბიჯები და მოქმედებებია. იმ შემთხვევაში თუ ხელი მოეწერება სამშვიდობო ხელშეკრულებას მაშინ შესაძლებელი იქნება საქართველოსთან მოლაპარაკებებს წარმოება ნებისმიერ ფორმატში და მხოლოდ მაშინ შეიძლება ცვლილებებზე საუბარი",_ აცხადებს გამისონია.
ამას გარდა, აფხაზი მეცნიერი და პოლიტიკოსიმ ვინმე ირინა აგრბა, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსა და აფხაზეთის თანამშრომლობის ერთადერთი და მნიშვნელოვანი - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა. "დრო გვაჩვენებს წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამაზე", _ აცხადებს აგრბა და აღნიშნავს, რომ ზოგადად, ივანიშვილისა და სააკაშვილის ფიგურებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.