"აფხაზებისათვის დიდი სხვაობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არ არის", _ აცხადებს სოხუმში გამომავალ გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი "ეზო კავკაზთან" საუბრის დროს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას.
"ეს მოფერებები და ორცხობილების დაპირებები აფხაზების მიერ უკვე კარგა ხნის წინ გავლილი ეტაპია, რომელსაც მივეჩვიეთ. ჩემი აზრით, აფხაზებისათვის დიდი სხვაობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არ არის, იმიტომ, რომ მთავარ საკითხში, აფხაზეთის
სახელმწიფოებრიობისადმი გამწყობის საკითხში მათი აზრი თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანუ ისინი მიიჩევენ, რომ აფხაზები ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაწილი უნდა გახდნენ.
მეორე მხრივ, აფხაზური საექსპერტო საზოგადოებისათვის, პარადოქსია, მაგრამ საქართველოს სათავეში სააკაშვილის ხილვა უფრო სასურველი იყო, ვიდრე ივანიშვილის.
"პარადოქსია - მაგრამ ფაქტი, რომ უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ სააკაშვილი ჯობია, იმიტომ, რომ მისი ქმედებების გათვლა, ასე თუ ისე მაინც შესაძლებელი იყო, თან მას იმდენად ცუდი ურთიერთობა აქვს მოსკოვთან, რომ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ისინი არასოდეს არ დალადგება. აი ივანიშვილი კი - ერთგვარი უცხო ხილია, რომელმაც თავისი მილიარდები რუსეთში გააკეთა და ალბათ ის შეძლებს მოსკოვთან მოლაპარაკებას რაც თავის მხრივ ალბათ რაღაცნაირად შეიძლება აისახოს მოსკოვისა და აფხაზეთის ურთიერთობებზე", _ აცხადებს ინალ ხაშიგი.