საოკუპაციო ჯარის მიერ დაკავებული პოლიციის თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ყველა მხარეს შორის გამოვლენილი თანამშრომლობის ხარისხს 2012 წლის 29 სექტემბერს ქარძმანის/პერევის მახლობლად მომხდარი შესაძლო სახიფათო შედეგების გამომწვევი სროლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც საქართველოს პოლიციის თანამშრომლი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული საზღვარის მეორე მხარეს. 1 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ქართული მხარისადმი მისმა გადაცემამ სიტუაციის სწრაფ მოგვარებამდე მიგვიყვანა. შემთხვევის გარემოებების გასარკვევად და მისი სწრაფი მოგვარების ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარესთან იყო კავშირში. მათ შორის მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი "ცხელი ხაზით" ისარგებლა", - ნათქვამია განცხადებაში.