გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გდი-ის რეგიონულ ბიუროში განუცხადეს, სამართალდამრღვევმა 2,79 მ3 ცაცხვის ჯიშის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. „უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი ჩამორთმეულია. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 837 ლარი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაგზავნა", - აღნიშნა გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს უფროსმა ლაშა ჩივიაშვილმა.