ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას აგრძელებას. საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში სამედიცინო ნარჩენების დეზინფექციისა და ლიკვიდაციის პირობები მოწმდება.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, მცირე ხასიათის დარღვევა ყველა სამედიცო დაწესებულებაშია აღმოჩენილი და მდგომარეობის გამოსწორებისათვის დირექციას შესაბამისი მიმართვა უკვე გაეგზავნა.
დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მორიგი რეიდი სამედიცინო ცენტრ "მედინაში" ჩაატარა. შემოწმდა საავადმყოფოს ყველა განყოფილება და პალატები. მაკონტროლებლებმა სამედიცინო ცენტრის მუშაობაში მხოლოდ ერთი შენიშვნა შეიტანეს. ის, რომ საავადმყოფოს არა აქვს ეზო, სადაც სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში "ბე" ჯგუფის ნარჩენების ლიკვიდაცია მოხდება.
სამედიცინო ცენტრ "მედინას" ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება, როდესაც საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა და გაფართოვდება.