საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრები გუნდები სამბოში ბულგარეთში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან წარმატებულად - 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ სამოკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მირიან გონჯილაშვილი (+100 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) ახალგაზრდებში, სლავა რეზესიძე (+87 კგ) კი ჭაბუკებში ოქროს მედლებს დაუეფლნენ.
მათ გარდა, ვერცხლის მედლის მოპოვება გიორგი ნოზაძემ (ჭაბუკები 87 კგ) შეძლო, ბრინჯაოები კი ახალგაზრდებში - გიორგი გეჯაძემ (48 კგ), ნოდარ კუნდუხაშვილმა (82 კგ) და ლაშა გურულმა (90 კგ), ხოლო ჭაბუკებში გენადი ჩირგაძემ (56 კგ) მოიპოვეს.
ქართველი სამბისტები თბილისში დღეს 21 ოქტომბერს დაბრუნდნენ/
22 ოქტომბერს კი ბულგარეთში წარმატებული გამოსლის შესაფასებლად, სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში პრესკონფერენციას გამართავს.
მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის
ახალგაზრდები:
ლევან ნახუცრიშვილი (86 კგ) - ოქრო
მირიან გონჯილაშვილი (+ 100 კგ) - ოქრო
გიორგი გეჯაძე (48 კგ) - ბრინჯაო
ნოდარ კუნდუხაშვილი (82 კგ) - ბრინჯაო
ლაშა გურული (90 კგ) - ბრინჯაო
ჭაბუკები:
სლავა რეზესიძე (+ 87 კგ) - ოქრო
გიორგი ნოზაძე ( 87 კგ) - ვერცხლი
გენადი ჩირგაძე (56 კგ) - ბრინჯაო