დღეს, 21 ოქტომბერს ყვარელში საქართველოს 2009-2010 წლების ფრენბურთში მამაკაცთა შორის საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩემპიონატში 6 გუნდი მონაწილეობს - "თბილისი", "ბათუმი", "ავაზა", "ცაგერი", "ყვარელი" და "ქუთაისი".
ჩემპიონატი 2 ტურად ჩატარდება.
მეორე ტური 2010 წლის გაზაფხულზე გაიმართება და გამოვლინდება 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფინალურ ეტაპს გაითამაშებენ.