რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო უწყების თანამშრომლებმა ე.წ. "საქართველო-აფხაზეთის" სასაზღვრო ზოლის პატრულირებისას იარაღის ოთხი სამალავი აღმოაჩინეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამალავებში ნაპოვნია ყუმბართმტყორცნები სხვადასხვა სახის ტყვიაწამალი, მათ შორის 120 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი.
"იარაღი და ტყვიაწამალი განადგურებულია შესაბამისი წესდების საფუძველზე", - იუწყება აფსნიპრესი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, 22 მაისს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო უწყებამ ასევე გაავცელა ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის სამალავის აღმოჩენის შესახებ.