აშშ-ს ხელისუფლებამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საზენიტო-სარაკეტო კოპლექსი Patriot-ის განთავსება დაიწყო. ამის შესახებ თეთრი სახლიდან გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი წერს.
ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით რაკეტების განთავსება აშშ-ს მოკავშირეებზე ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად ხდება. თუმცა ბრიტანული გამოცემის ვარაუდით ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად ძაბავს ურთიერთობას ვაშინგტონსა და თეირანს შორის.
როგორც გამოცემა იუწყება, ამერიკამ საზენიტო სარაკეტო კოპლექსები განალაგდა უატარში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ბაჰრეინსა და ქუვეიტში. ოთხივე ქვეყანაში კომპლექსის ორ-ორი ბატარეაა განლაგებული.
ამავდროულად, სპარსეთის ყურეში იმორიგევებს ორი ამერიკული სამხედრო გემი, რომლებსაც შეეძლება ირანული რაკეტების ჩამოგდება.
ვაშინგტონი ასევე ეხმარება საუდის არაბეთს, რათა მან საკუთარი ნავთობის პლატფორმებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.
ვაშინგტონს კომპლექსების განლაგებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, აღნიშნული ქმედებებით აშშ ცდილობს რეგიონში თავისი მოკავშირეების დაცვას თეირანის მხრიდან ახალი ანტიირანული სანქციების სანაცვლოდ შესაძლო დარტყმის თავიდან ასაცილებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გასულ კვირას ლონდონში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ დაჟინებით მოითხოვს, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას თუ თეირანი არ შეწყვეტს საკუთარი ბირთვული პროგრამის განხორციელებას.
ამის გარდა, რეგიონის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან თეირანის სამხედრო ამბიციებით და მისი სურვილით სპარსეთის ყურეში დომინანტი სახელმწიფო გახდეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა დევიდ ტეტრუსმა გააკეთა.
ამავდროულად, ვაშინგტონს სურს, ხელი შეუშალოს ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმას.
ისრაელი ეჭვობს, რომ ირანს წლის განმავლობაში შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი, და აცხადებს, რომ ნებისმიერი გზით შეეცდება ხელი შეუშალოს აღნიშნულს იმ შემთხვევაში თუ დიპლომატიური ძალისხმებები უშედეგო აღმოჩნდება.