რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სახელმწიფოთაშორისო შეთნხმების საფუძველზე აფხაზეთი-საქართველოს საზღვარს იცავენ, საკუთარი საქმიანობისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკურ სამუშაოებს მალე დაასრულებენ. ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს "ძნელი და ძვირი პროცესია", გამოყენებული იქნება მონიტორინგის ელექტრონული საშუალებები, თან საზღვარზე არის რამდენიმე "რთული უბანი".
"რუსეთის მხარესთან ერთად იქმნება ყველაზე ეფექტური საზღვრის უსაფრთხოების სისტემა", - განაცხადა ანქვაბმა.
შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.