აფხაზეთში რუსეთიდან ღორის ხორცის შეტანა აკრძალეს. ამის მიზეზი ღორის გრიპის გავრცელების საშიშროებაა, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება ღორის გრიპის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
სოხუმში იმყოფებოდა რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ნიკოლაი ვლასოვი, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს და სეპარატისტული მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბესლან ჯოპუას შეხვდა.
ჯოპუამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში მოქმედებს განკარგულება, რომელიც კრძალავს მის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შემოტანას.
მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის სხვა საკითხებიც განიხილეს, - იუწყება აფხაზური მედია.