აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, შეცდომად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ "საქართველოსთან კონფლიქტი დასრულებულია". ამის შესახებ მან რუსთის მიერ აფხაზეთის აღიარების წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განაცხადა.
"აფხაზეთის საზოგადოებაში ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან კონფლიქტი დასრულებულია და მშვიდობიან ცხოვრებაზე ფიქრობენ. ეს კარგია და მისასალმებელია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან ცხოვრებაზე, გავნვითარდეთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა, სოციალური სფერო. და ამის მიუხედავად, მივიჩნიოთ რომ კონფლიქტი დასრულებულია, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგანაც არ არსებობს არც ერთი სამშვიდობო ხელშეკრულება აფხაზეთსა და საქართველს შორის", - განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, რომ არა რუსეთის ქედითი ნაბიჯები, 2008 წელს აფხაზეთში ომი იქნებოდა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიომოთ. მაგრამ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. გვაქვს ჩვენი ინტერესები და საქართველო ამ ინტერესებითვის საფრთხეს წარმოადგენს, მათ შორის აფხაზეთის ნაციონალური პროექტის რეალიზაციისთვის, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწწინებს. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა ჩირიკბამ.