"თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობა",_ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამას გარდა, მისი თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში უკვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ არაფრისმომტანი სამხედრო რიტორიკა უნდა შეწყდეს.
"პროპაგანდით რთული პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა ვერ ხერხდება და ეს აბსოლუტური აქსიომაა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობა აღიარებულ უნდა იქნეს. თბილისი უნდა ეცადოს დაალაგოს მათთან ნორმალური და ურთიერთპატივიცემაზე დამყარებული ურთიერთობა", _ აცხადებს კარასინი.