რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შესაძლო საპასუხო ძალოვანი ზომების ანალიზი, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები აწონილი უნდა ყოფილიყო. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
"გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ - ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილებაა სადაც ისვრიან და ხალხი იღუპება. მანამ ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ ათგზის უნდა დაფიქრდე", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. "სამი დღე ვიფიქრეთ", _ დასძინა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს ომისათვის მზადებისა და ფაქტობრივად საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2008 წლის 4 აგვისტოს გახდა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ - ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ამიტომაც აქ მართლაც კარგად უნდა დაფიქრდე. ყოველთვის კარგად უნდა დაფიქრდე", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ ვერაგულად დაარღვია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენული საზღვრები და მის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ასევე რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს მეორე რეგიონში - აფხაზეთში.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად დროებით დაკარგული ქართული სოფლები: 1.ქვემო აჟარა 2.მამისაანთ უბანი 3.თამარაშენი 4.ახმაჯი 5.აძგარა 6.ფრისი 7.ქვემო აჩაბეთი 8.მოსაბრუნი 9.იგოთი 10.ბუჩუკური 11.არგვიცი 12.ზემო აჩაბეთი 13.კორინთა 14.ბუძგური 15.ბერულა 16.ქურთა 17.საძეგური 18.გვანდრა 19.ერედვი 20.კეხვი 21.ლარგვისი 22.ზემო აჟარა 23.ვანათი 24.საცხენეთი 25.სვერი 26.ქარჩოხი 27.ზემო ზიმა 28.ბელოთი 29.ხეითი 30.ძარწემი 31.ალევი 32.ქვემო ზიმა 33.ზონკარი 34.ქემერტი 35.ჩიტიანი 36.ზემო ომარიშარი 37.ქვაბჩარა 38.ფრონე 39.დადიანეთი 40.ვაშლოვანი 41.ქსუისი 42.მარცხენა გენწვიში 43.ერედა 44.საკენი 45.დორეთ კარი 46.მარცხენა პტიში 47.ოქონა 48.არცევი 49.არკნეთი 50.ავნევი 51.ყანჩავეთი 52.მარჯვენა გენწვიში 53.ტვიბრაშერი 54.დელკანი 55.ნული 56.ხეცკვარა 57.ძეგლევი 58.ჩხალთა 59.პტიში 60.დისევი 61.ნახარი 62.ჩირქოლი 63.შაბათკვარა 64.ბოლი 65.მრამბა 66.ომარიშარი 67.ჭარები 68.ხუტია 69.აწრესხივი 70.კლიჩი 71.ჯვარისუბანი 72.ბალაანი 73.ელოიანი 74.თინიკაანი 75.მიდელაანი 76.ნავიხევი 77.ოხორი 78.პავლიანი 79.ქარელთკარი 80.ქენქაანი 81.ჩიგიოანი 82.წიფათური 83.ჭორჭოხი 84.ხოზუეთი 85.დაბაკნეთი 86.ზოდეხი 87.თოხთა 88.მანჭიკაანი 89.მარტიანი 90.მაჭარაანი 91.მახიარეთი 92.მუჯუხი 93.პაპიაანი 94.უკანამხარი 95.უკანუბანი 96.ყველდაბა 97.შიუკაანი 98.ბაზუანი 99.ახალდაბა 100.ახალსოფელი 101.ბეჟანაანთკარი 102.ბარუბანი 103.ერედა 104.მორბედაანი 105.გდუ 106.ბოსლეთა 107.ღრუ 108.კოდიჯვარი 109.მამულაანი 110.მონასტერი 111.ციხისოფელი 112.ჭანდარი 113.გეზევრეთი 114.გუდაწვერი 115.ნახიდი 116.ყოჩაანი 117.წირქოლი 118.ხარკელანი 119.გავაზი 120.გარუეთი 121.დოგუზაანი 122.ველისა 123.კარა 124.კუცხოვეთი 125.მშველიეთი 126.საბარკლეთი 127.ჩკუნეთი 128.ცხავათი 129.ძაგნათი 130.ხარბალი 131.ხრამისწყარო 132.სალბიერი 133.ნაგომევი 134.ჩორჩანი 135.მახიარეთი 136.მუჯოხი 137.პაპიაარისამი წლის წინ დაკარგული ქართული სოფლები: 1.ქვემო აჟარა 2.მამისაანთ უბანი 3.თამარაშენი 4.ახმაჯი 5.აძგარა 6.ფრისი 7.ქვემო აჩაბეთი 8.მოსაბრუნი 9.იგოთი 10.ბუჩუკური 11.არგვიცი 12.ზემო აჩაბეთი 13.კორინთა 14.ბუძგური 15.ბერულა 16.ქურთა 17.საძეგური 18.გვანდრა 19.ერედვი 20.კეხვი 21.ლარგვისი 22.ზემო აჟარა 23.ვანათი 24.საცხენეთი 25.სვერი 26.ქარჩოხი 27.ზემო ზიმა 28.ბელოთი 29.ხეითი 30.ძარწემი 31.ალევი 32.ქვემო ზიმა 33.ზონკარი 34.ქემერტი 35.ჩიტიანი 36.ზემო ომარიშარი 37.ქვაბჩარა 38.ფრონე 39.დადიანეთი 40.ვაშლოვანი 41.ქსუისი 42.მარცხენა გენწვიში 43.ერედა 44.საკენი 45.დორეთ კარი 46.მარცხენა პტიში 47.ოქონა 48.არცევი 49.არკნეთი 50.ავნევი 51.ყანჩავეთი 52.მარჯვენა გენწვიში 53.ტვიბრაშერი 54.დელკანი 55.ნული 56.ხეცკვარა 57.ძეგლევი 58.ჩხალთა 59.პტიში 60.დისევი 61.ნახარი 62.ჩირქოლი 63.შაბათკვარა 64.ბოლი 65.მრამბა 66.ომარიშარი 67.ჭარები 68.ხუტია 69.აწრესხივი 70.კლიჩი 71.ჯვარისუბანი 72.ბალაანი 73.ელოიანი 74.თინიკაანი 75.მიდელაანი 76.ნავიხევი 77.ოხორი 78.პავლიანი 79.ქარელთკარი 80.ქენქაანი 81.ჩიგიოანი 82.წიფათური 83.ჭორჭოხი 84.ხოზუეთი 85.დაბაკნეთი 86.ზოდეხი 87.თოხთა 88.მანჭიკაანი 89.მარტიანი 90.მაჭარაანი 91.მახიარეთი 92.მუჯუხი 93.პაპიაანი 94.უკანამხარი 95.უკანუბანი 96.ყველდაბა 97.შიუკაანი 98.ბაზუანი 99.ახალდაბა 100.ახალსოფელი 101.ბეჟანაანთკარი 102.ბარუბანი 103.ერედა 104.მორბედაანი 105.გდუ 106.ბოსლეთა 107.ღრუ 108.კოდიჯვარი 109.მამულაანი 110.მონასტერი 111.ციხისოფელი 112.ჭანდარი 113.გეზევრეთი 114.გუდაწვერი 115.ნახიდი 116.ყოჩაანი 117.წირქოლი 118.ხარკელანი 119.გავაზი 120.გარუეთი 121.დოგუზაანი 122.ველისა 123.კარა 124.კუცხოვეთი 125.მშველიეთი 126.საბარკლეთი 127.ჩკუნეთი 128.ცხავათი 129.ძაგნათი 130.ხარბალი 131.ხრამისწყარო 132.სალბიერი 133.ნაგომევი 134.ჩორჩანი 135.მახიარეთი 136.მუჯოხი 137.პაპიაარი