ოსეთი ერთიანი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსული მედიასთან საუბარში.
"ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ მომავალში მომავალში ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანდება", _ წერს რუსული მედია.
საქართველო-რუსეთის ომს თიბილოვი "ოსი ერის განადგურებისათვის წარმოებულ ომს" უწოდებს. მისი თქმით, ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოსები და ქართველები ერთად უპრობლემოდ ცხოვრობენ, თუმცა ე.წ. სამხრეთ ოსეთს არავითარი ურთიერთობა არ აქვს საქართველოსთან და "ასეთი ურთიერთობები მას შეუძლებელია ჰქონდეს".
"აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, თუმცა უკვე მეოთხე წლია ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, საქართველო კი ხელმოწერაზე უარს აცხადებს", - აცხადებს თიბილოვი.
ამას გარდა, ოს სეპარატისტთა ლიდერს ასევე იმედი აქვს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საკუთარ ეკონომიკას უახლოეს წელიწადნახევარში ააშენებს.
თიბილოვი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით ორი ე.წ. სახელმწიფო ენაა - ოსური და რუსული. "საგანმანათლებლო პროცესი სამხრეთ ოსეთის სკოლების უმრავლესობაში რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ლენინგორის (ახალგორის) რაიონში კი უმეტესად ქართულ ენაზე. ოსურ ენაზე მხოლოდ ოსური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, საბჭოეთის პერიოდში წარმოებული არასწორი ნაციონალური პოლიტიკის გამო ოსური ენა გადაშენების პირას დადგა. იუნესკომ იგი მომაკვდავ ენათა ნუსხაშიც კი შეიყვანა",_ აცხადებს თიბილოვი და აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცხოვნებთა უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვთ და იქ შეუძლებელია "რიგითი მოქალაქე და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი პრორუსული არ იყოს".
"ოსეთი იყო და არის ერთი, მაგრამ იგი რაღაც გადაწყვეტილებებით გაყვეს საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების დროს. პერსპექტივაში კი იგი ერთიანი რუსეთის ფედერაციიის შემადგენლობაში იქნება", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.