სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვალერი გაევსკიმ ცნობილ მოქანდაკეს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს ზურაბ წერეთელს ახლახანს, პრეზიდენტ მედვედევის მიერ შექმნილი შვიდი რუსული რეგიონისგან შემდგარი, ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის დედაქალაქ პიატიგორსკში კავკასიის ხალხთა ერთობის ძეგლის დადგმა შესთავაზა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნების ენა, რომელიც სულის ყველაზე წვრილ ძაფებს ეხება, გაცილებით უფრო დიდი სამშვიდობო მისიისა და გამაერთიანებელი პოტენციალის მქონეა, ვიდრე პოლიტიკური სვლები. კავკასიის ხალხთა ერთიანობის ძეგლი აუცილებელია პიატიგორსკისათვის, როგორც საოლქო ცენტრისათვის",_ აცხადებს გაევსკიმ.
ზურაბ წერეთელმა კი თავის მხრივ თავისი პერსონალური გამოფენის დახურვისას განაცხადა, რომ "კავკასიაში მრავალი გამაერთიანებელი სიმბოლო არსებობს და აკადემიის წევრები აუცილებლად მოკიდებებენ ხელს მათ განხორციელებას".
შეგახსნებთ, რომ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში გაერთიანდება სტავროპოლის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა - ალანია.
ფედერალური ოლქის ცენტრი პიატიგორსკი იქნება. ადრე ყველა ეს რეგიონი სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქში დიმიტრი მედვედევმა თავის რწმუნებულად ალექსანდრე ხლოპონინი დანიშნა.