2008 წლის 8 აგვისტისათვის რუსეთმა კიდევ ერთი ფილმი "დაკარგული დღე " გადაიღო. ფილმი, რუსული მედიის ინფორმაციით, იმ სამხედროებისა და რუსული არმიის ოფიცრებისა ხსოვნას ეძღვნება, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთის თავისუფლებას შესწირეს თავი".
"ფილმში სამხედრო სადესანტო ჯარის სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ შამანოვი ჰყვება, იმის შესახებ თუ როგორ კუდით ქვა ასროლინეს უბრალო ცხინვალელმა ბიჭებმა ქართველებს მანამ ვიდრე რუსული არმია საშველად მოვიდოდა", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ფილმში კარგადაა ნაჩვენები, რომ "ეს იყო დრო მოხალისეებისა, რომლებიც საკუთარ მიწას გადაეფარნენ და რუსეთის არმიის რიგითებისა, ოფიცრებისა და გენერლებისა, რომლებმაც ამ მიწაზე ნანატრი მშვიდობა მოიტანეს".
ფილმის ოფიციალური ანოტაცია: რუსული არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების, მოხალისეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას, ყველას ხსოვნას ვინც გასწირა თავისი სიცოცხლე ამ მიწის თავისუფლებისათვის ეძღვნება ჩვენი ფილმი.
ოსებისათვის საკუთარი მიწისათვის გმირულად ბრძოლა იშვიათობა არაა. მათი მთავარი იარაღი სიმამაცე და მზადყოფნაა მოკვდე თავისუფლებისათვის. საუბედუროდ, თანამედროვე ომში ეს საკმარისი არ არის სადაც მამაცი გული უძლურია ჯავშანტექნიკისა და არტილერიის წინაშე.
2008 წლის ზაფხულში მათ ცხრილავდნენ ნაღმმტყორცნებიდან, ჭყლეტდნენ ტანკებით და ურტყავდნენ ჰაერიდან...
რუსეთი მოვიდა რესპუბლიკის მცხოვრებლების დასახმარებლად, რომლის მოქალაქეთა 85 %-ს რუსეთის პასპორტი აქვს და მაინც დიდი რაოდენობით მსხვერპლის აცილება თავიდან ვერ მოხერხდა. რატომ? მოვიდა დრო ითქვას სიმართლე ამ ომის თითოეულ 6 დღეზე... რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ 5 დღიან ომს ვუწოდებთ...