აშშ მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ევროუსაფრთხოების საკითხებზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია გვქონდეს საერთო მიზნები არსებული ინსტიტუტების ფარგლებში, ვიდრე ვმართოთ მოლაპარაკებები ახალ შეთანხმემებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა", _ განაცხადა კლინტონმა საფრანგეთის დედაქალაქის სამხედრო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის წინადადება გრძელ და ხანგრძლივ პროცეს მოითხოვს მაშინ როდესაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა საჭიროა ეუთოსა და რუსეთ-ნატოს საბჭოს ფარგლებში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ აუცილებელია რუსეთ-ნატოს საბჭოს საქმიანობის "გაცოცხლება" რათა გაუმჯობესდეს ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში როგორიცაა ავღანეთი და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საიმედოდ დაიცავს კონტინენტს და "ეს უსაფრთხოება შეიძლება გავრცელდეს რუსეთზეც თუ რუსეთი ჩვენთან (აშშ. რედ.) თანამშრომლობას მოისურვებს".