მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის ხელმწიფო საზღვარს დღეღამეში 30-35 ათასი ადამიანი და 3000-ზე მეტი ავტომობილი კვეთს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადამიანებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება საზღვარზე შეფერხებების გარეშე ხდება. აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საიდ ტარკილი რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საზღვარზე სიტუაცია ნორმალიზებულია.
"რუსულ მხარეს კონტროლის ყველა ჯიხური მუშაობს და საზღვარს დღეღამეში 30-35 ათასი ადამიანი და 3000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება კვეთს. ასევე გამარტივებულია საბაჟო პროცედურები. საზღვარზე ასევე გაუქმებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებითი აღრიცხვა, ხოლო მოქალაქეთა დაზღვევა კი ჯერ კიდევ გასულ წელს გაუქმდა", _ აცხადებს ტარკილი.