სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიაა. მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ სეპარატისტებისათვის საჩუქარი ცხვრები დაავადებულნი აღმოჩნდნენ და გარდა ცხიველებია რამდენიმე ადამიანიც დააავადეს, ამჟამად უკვე ღორების მასობრივი დახოცვა სხვა და სხვა ოსურ სოფელშია დაფიქსირებული.
ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად სეპარატისტთა ე.წ. ვეტერინარული სამსახურები დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ცდილობენ.
"დღეისათვის ღორების მასობრივი დახოცვის შემთხვევები დაფიქსირებულია სოფლებში სინაგურსა და თედელეთში. დაავადება დაავადებული ცხოველების ჯანმრთელ ცხოველებთან კონტაქტით ვრცელდება. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო და გადაუდებელი ზომა ტარდება", _ აცხადებს ვეტერინარული განყოფილების გამგე ვლადიმერ ლოლაევი.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ცხინვალის რეგიონში ადამიანის ბრუცელოზით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა ზნაურის რაიონის სოფელ ბეკმარში დაფიქსირდა. ადამიანი შინაური ცხვრისგან დაავადდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში ცხვარი ჩრდილო ოსეთიდან შეიყვანეს და ზნაურისა და ცხინვალის რაიონების მოსახლეობას დაურიგეს კომპენსაციის სახით 2010-2011 წლებში დახოცილი ღორების სანაცვლოდ. სულ 1300 თავი პირუტყვი დარიგდა.