საქართველოს მხრიდან მომავალი ნებისმიერი სამხედრო ხასიათის ავანტიურა - განწირულია. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "იტარ-ტასისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მხრიდან მომავალი ნებისმიერი სამხედრო ხასიათის ავანტიურა - განწირულია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ყოველგვარი აგრესიული ქმედებებისგან საიმედოდ იცავენ ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები, რომლებიც ამ რესპუბლიკებში ორმხრივ საფუძველზე იმყოფებიან", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილე.
მისივე თქმით, რუსეთი ავითარების ურთიერთობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და მათ დახმარების ხელს უწვდის.
"რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ოთხი წლის განმავლობაში ამ ქვეყნებს არც თუ ისე მცირე ფინანსური და მატერიალური დახმარება გაეწიათ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ფული შესაძლოა რუსეთის შიდა პრობლემების გადაჭრას მოხმარებოდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები. დავიცავით რა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს აგრესიული გაზრახვებისაგან და ოფიციალურად ვაღიარეთ რა ეს ახალგაზრდა სახელმწიფოები ჩვენ ამის არც თუ ისე მცირე პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ მათი მშვიდობიანი მომავლის დაცვისათვის და რუსეთის გარეშე ეს საკითხები ვერ გადაწყდება.