"ძალა რომელიც შეძლებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთოების დამყარებას ისე რომ არ უგულებელყოს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესბი არის ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობა" განაცხადა გიორგი თრაგამაძემ გორში მოსახელობასთან გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი თარგამაძემ გორის თეატრში შეხვედრის დაწყებისას გორელებს თხოვნით მიმართა რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ იმ ახლაგაზრდბეისათვის რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.
მოძრაობის ლიდერიი თქმით ეს ომი არის მწარე მოგონება,რომელიც ყველა ქართველს ყოველთვის სიმწრით გაახსენდება. თარგამაძის განცხადებით საბჭოთა კავშირის სამართალმემკვივიდრესთან საჭიროა სწორი დიპლომატიური პოლიტიკის წარმოება სადაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესი იქნება სრულყოფილად დაცული.
გიორგი თარგამაძემ ასევე გაიხსენა სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკა ცხინვალის რეგიონის მიმართ რომელსაც ხელისუფლებამ ჰუმანიტარული შტურმი უწოდა,მისი თმქით ამ პოლიტკამ ქვეყანას ფატალური შედეგები მოუტანა
მოძრაობის ლიდერბმა ასევე არასწორ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა წინა მოწვევის პარლამენტი, სადაც მირებულ იქნა გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაიცული საზღვრების გაფართოებისთან დკავშირებით რომელშიც ახალგორის რაიონიც შევიდა. E"ეს იყო ხელიფულების უმძიმესი შეცდომა რამაც მძიმე შედეგები მოუტნაა ქვეყანას"
"შეცდომებბი ბევრი იყო და ამ შეცდომებში დანაშაული მიუძღვის ფაქტობრივად ყველა პოლტიკურ პარტიას, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, იქნება ეს ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, ამის მაგალითია ის რაც ხდებოდა 2003 წლის ვარდბეის რევოლუციის შემდეგ, როდესაც მასობრივი, ფაქტობრიავდ 95 პროცენტიანი საზოგადოებრივი მხარდაჭერის, შემდეგომში აჭარაში განვითარებული მოვლენების შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლება ფიქრობდა რომ ცხინვალის მიმართოლებითაც გადადგუმული ანალოგიური ნაბიჯები გამოიღებდა იგივე შედეგებს. ჩვენ მაშინაც ვაფრხილებდით საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთის ფედრაციის მიერ 2003 წელს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ გამოჩენილი ლოალურობა იყო მხოლოდ E სატყუარა და ანკესი რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ უნდა წამოგებოდა. მუხედავად ამსა პრეზიდენტმა სააკაშვლმა, ვანომ მერაბიშვილმა დაიწყეს ე.წ ჰუმანიტარული შტურმი, რომელიც თავიდანვე დასახელებაში უკვე ატარებდა აგრესიის გარკვეული ელემენტებს. ამ პოლიტიკამ არ გაამართლა და შედეგი ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. მაშიანც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ღერძი უნდა გადოდეს სწორედ ეკონომიკურ- ჰუმანიტარულ აქტივობაში. სახალხო დიპლომატია, ეკონომიკური პროქტები, ოჯახებისა და სოფლებს შორის ურთიერთობის აღდგენა ეს უნდა წარმოადგენდეს სწორედ წინაპირობას ქართველებსა და ოსებს შორის ხიდის კვლავ აღდგენის. განაცხადა გიორგი თარგამაძემ და დასძინა რომ ძალა რომელსაც შესწევს უნარი დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ისე რომ არ შელახოს სახემწიფო ინეტერესები არის ქრისტიაან დემოკრატიული მოძრაობა.