მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
~ბაისუბნის საკრებულოში შემავალ სოფელ მსხალგორს, "სოფლის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, შარშან 12 ათასი ლარი ჩაერიცხა. ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. მსხალგორში, პირველ რიგში, გასაკეთებელია სანიაღვრე არხები. მისი არარსებობის გამო, იტბორება სოფლის გზა და საკარმიდამო ნაკვეთები. ხალხი ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა~, _ აღნიშნა გიორგი მჭედლიაშვილმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.