დღეს სეპარატისტულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა იწყება, რომელიც 26 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წვრთნას გულრიფშის რაიონში მდებარე ამხედრო პოლიგონზე აფაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალები ჩაატარებენ.
"სწავლება სამ ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები იქნება ჩართული, მეორე და მესამე ეტაპზე სასწავლო საკითხები კი უშიალოდ წვრთნის ჩატარების ადგილზე უნდა გადაწყდეს, რომელიც საბრძოლო ცეცხლის გახსნით დასრულდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, ე.წ. გენშტაბის უფროსის გენერალ ვლადიმერ ვასილჩენკოს ინფორმაციით, სწავლების დროს დამუშავებული იქნება ბრიგადების, სამობილიზაციო რესურსების შეკრებისა და "სრულ საბრძოლო" მზადყოფნაში მოყვანის საკითხები.