ოსმა სეპარატისტებმა ახალი ე.წ. შს მინისტრი დანიშნეს. ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს მინისტრად ვინმე ახსარ ენდრიკოს ძე ლავოევი დანიშნა. მათივე ინფორმაციით, აქამდე მას ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.
"სახელნწიფოს მეთაურის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ვალიევი, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. შს მინისტრის მოადგილედ მურთაზ თენგიზის ძე ვალიევი დაინიშნა", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.