რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა, რომლებმაც საქართველო და მისი ოკუპირებული რეიგონები მოინახულეს. ამ შეხვედრაზე სერგეი ლავროვის მოადგილემ უკმაყოფიება გამოთქვა გაეროსნ გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო "აფხაზური და ოსური მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე". ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო), პადრიგ მერფმა (ეუთო) და გრიგორი კარასინმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან შექმნილი სიტუაცია მიმოიხილეს.
"შეხვედრისას აღნინიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობა", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რეგიონში სტაბილურობის ატმოსფეროს სერიოზულად უშლის ხელს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები.