რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურმა ბანკმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა სერგეი იგნატიევმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ნაციონალური ბანკის თავმჯდომარემ ოლარიონ არღუნმა მოსკოვში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
"შეთანხმება არეგულირებს ორივე მხარის თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით და ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს", _ იუწყება აფხაზური მხარე.