სეპარატისტულ აფხაზეთში პურზე ფასი მოიმატებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ აფხაზეთში დღეს ჩატარებულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა დავიდ ირადიანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ფართო ფენების დაცვის მიზნით აფხაზეთში პური გასული ოთხი წლის განმავლობაში არ გაძვირებულა. მისი თქმით, პურზე არსებული გაუმართლებლად დაბალი ფასი, ერთი მხრივ, მწარმოებლებს აზარალებს, მეორე მხრივ კი, მომხმარებელს, ვინაიდან წარმოებული პროდუქციის ხარისხის დადაბლებას იწვევს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, პურზე ფასის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში მიმდინარე წელს მოსავალი არ ყოფილა, გაიზარდა ფასები არა მხოლოდ ხორბალზე, არამედ გადაზიდვაზედაც.