"აფხაზეთში რუსული ენის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, სამაგიეროდ არის პრობლემა აფხაზური ენის შესწავლასთან დაკავშირებით",_ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ასევე აღიარა, რომ აფხაზური ენიც ცოდნასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს ე.წ. სახელმწიფო ჩინოვნიკთა შორისაც.
ამავე დროს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა განაცხადა,რომ მალე გალის რაიონში აფხაზური და რუსული ენის შემსწავლელი ცენტრები გაიხსნება.
"ეს იქნება სასინჯი და ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. იქ კარგად მომზადებული პროფესიონალები იმუშავებენ. შემდეგ კი ასეთი ცენტრი სოხუმსა და სხვა ქალაქებში უნდა გავხსნათ", _ განაცხადა ანქვაბმა.