"რკინიგზა ძალიან სჭირდება აფხაზეთს და ამიტომაც რუსეთის მიერ კრედიტების გამოყოფა მისი რემონტისათვის გამართლებულია", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე დროს ამ თემაზე საუბრისას ანქვაბმა ასევე გაიხსენა, რომ რკინიგზის საკითხი აფხაზეთში გახილვის საგანი არაერთგზის ყოფილა.
"2006 წელს რკინიგზის კონსორციუმის საკითხის განხილვა ხდებოდა. ამაზე რეაქცია აფხაზურ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი იყო. იყო ობიექტური რეაქციები და იყო არაობიექტური რეაქციები. რა თქმა უნდა აფხაზურმა მხარემ იცოდა, რომ პროექტი განწირული იყო, იმიტომ რომ საქართველო არასოდეს დასთანხმდებოდა მის რეალიზაციას.
ქართული მედია დღესაც იმის შესახებ წერს, რომ გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პროექტი აფხაზეთის გავლით რუსეთსა და სომხეთს აწყობს და არა საქართველოს", _ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ ადრე საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზეთის "ხელისუფლება მზადაა რკინიგზა ვიღაცას მისცეს".
"არავინ არავის არაფერს არ აძლევდა. სხვათაშორის ჩვენთვის არც არავის არაფერი უთხოვია", _ აღნიშნა ანქვაბმა.
"რკინიგზა თავად აფხაზეთს სჭირდება ძალიან. სწორედ ამას გულისხმობდა სერგეი ბაღაფში, როდესაც რესპუბლიკისათვის რკინიგზის აღდგენისათვის კრედიტის გამოყოფას ითხოვდა. თავდაპირველად საუბარი მიდიოდა სამ მილიარდ რუბლზე წლიური 10%-ით. შედეგად მიღებული იქნა ორი მილიარდი რუბლის კრედიტი წლიური 2,5%-ით.
რემონტი, რომელიც ადრე ორჯერ ჩატარდა იყო წერტილოვანი და ზედაპირული, იმისათვის, რომ საფარი საბოოდ არ განადგურებული და არ დაშლილიყო. ჩვენ არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით - ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა მოძრაობა რკინიგზაზე ან მოგვეძებნა სახსრები და დაგვეწყო კაპიტალური რემონტი. რემონტს ღია სააქციო საზოგადოება "რუსეთის რკინიგზა" აწარმოებდა და 400 მილიონ რუბლზე მეტი ჯერ დახარჯული არ არის", - განაცხადა ანქვაბმა.