ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს მხარეს საქართველოს სამი მოქალაქე გადასცა, რომლებიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს და გაასამართლეს. აქამდე საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"შოთა მახარაშვილის, გიორგი მაირამიძისა და ოთარ ჯოვახის შეწყალების ბრძანებას პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი დღეს მოაწერა", _ იუწყება ოსური მხარე.
დაკავებულთა გადაცემა ქართული მხარისათვის ერგნეთის დასახლებულ პუნქტში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები