აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონში "საქართველოს მხრიდან მომდინარე დივერსიულ-ტერორისტულ აქტებზე რეაგირებისათვის?" სპეციალური შტაბი შექმნეს. განცხადება შტაბის შექმნის შესახებ სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
ამას გარდა, მისივე თქმით, გალის რაიონში არსებული რთული ვითარების გამო იქ მუდმივ საფუძველზე დისლოცირებულია სპეციალური დანიშნულების ცენტრი, რომლის რაოდენობაც იახლოეს მომავალში გაიზრდება.
"ეს ბრძოლისუნარიანი, კარგად გაწვრთნილი და მძლავრი ქვედანაყოფია, რომელიც მზადაა ქართული მხრიდან მომავალ მრავალ საფრთხეზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეს. სიტუაცია გალის რაიონში ყოველთვის რთული იყო. რა თქმა უნდა ჩვენი მეზობლები, რომლებიც ენგურს იქით არიან მზა არიან გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ისევ ცუდად ვიგრძნოთ თავი.
ყველა აქცია, რომელიც მოსაზღვრე რეგიონში მოხდა ადრევე იყო დაგეგმილი და შემთხვევით იქ არაფერი არ ხდება. ეს შიშისმომგვრელი აქციებია იმისათვის, რომ ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც ეშინოდეს. ჩვენი საპასუხო ზომები ადეკვატური იქნება. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გალის რაიონში პრაფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებთ და მათ სარგებელი მოაქვთ", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.
ამას გარდა, მისივე განცხადებით, რაიონის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურები პარალელურად ადგილობრივი კრიმინალის პროფილაქტიკითაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები