ბორის ჩოჩიევი: ჟენევის მოლაპარაკებები "წმინდა ძროხა" არ არის
თუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სოფელ ზარდიანთკართან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ეს ჟენევის მოლაპარაკებებზე აისახება, - ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე ე.წ. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ყოველივე ამის გამო, თანათავმჯდომარეებმა ე.წ.სამხრეთ ოსური მხარის პოზიცია უნდა გაითვალისწინონ. თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა კი ჩოჩიევს განუცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო მოედანია, სადაც ოსურ მხარეს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება აქვს.
"და ის რომ დაირღვეს, მოლაპარაკებების სხვა ფორმატი უკვე აღარ იარსებებს", _ განაცხადა ლეფორმა.
ჩოჩიევმა უპასუხა: "ჟენევის მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარისთვის "წმინდა ძროხა" არ არის და მან რომ მუშაობა შეწყვიტოს, სხვა პირობები შეიქმნება".
აღსანიშნავია, რომ თანათავმჯდომარეები დღეს სოფელ ზარდიათკარში გაემგზავრებიან.