უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის შს მინისტრი იური ლუცენკო თანამდებობიდან გადააყენა. დღეს ლუცენკოს გადაყენება რადაში ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. შს მინისტრის გადაყენებას რადის 231 -მა დეპუტატმა მისცა ხმა.
აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის იური ლუცენკოს გადაყენები ინიციატივით ოპოზიციური "რეგიონების პარტია" გამოვიდა. ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია შს მინიტრს უკანონო ქმედებებსა და პოლიტიკურ ანგაჟირებაში სდებს ბრალს.