ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ახალი ე.წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრად ზალინა ხუგატი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ზალინა ხუგატიმზე ეს ე.წ. თანამდებობა ალექსეი ხაბალოვს ეკავა.
ოსური მედია აღნიშნავს, რომ ზალინა ხუგატი (ქობესოვამ) რუსეთის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური აკადემიის კურსდამთავრებულია. 1991-1994 წლებში იგი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასპირანტი. 2001-2002 წლემში სამეცნიერი სტაჟირება გერმანიაში გაიარა და 2008 წლიდან ბერლინის გუმბოლდტის სახელობის ინსტიტუტის მოწვეული მეცნიერთ-თანამშრომელია.