აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ მომავალი ეკუთვნის ეკონომიკას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე იქნება დაფუძნებული. კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში, ასევე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და სუფთა ენერგორესურსების წარმოების ზრდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მის პოზიციას კერძოდ ალტერნატიულ ენეგროგერსურსებთან დაკავშირებით მოწინააღმდეგეებიც ყავს.
"ვიცი რომ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შევძლებთ თუ არა განვახორციელოთ ასეთი ცვლილებები მკაცრ ეკონომიკურ პირობებში და ჩემთვის ცნობილია, იმათი პოზიციის შესახებაც, ვინც არ არის თანახმა კლიმატის ცვლილების მეცნიერული დასაბუთებების" - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება არის სწორი ნაბიჯი, რადგან ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც სუფთა ენერგეტიკას დაეფუძნება, მსოფლიო ეკონომიკაშიც იქნება ლიდერი.