"ტურისტები წყევლიან მებაჟეებს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ამჟამად არსებულ მდგომარეობას ეხება.
ადლერის სადგურიდან მდინარე ფსოუმდე მისვლის ორი გზა არსებობს თუ თქვენ რა თქმა უნდა ვლადიმერ პუტინი არ ხართ - იაფი და ძვირი. საზღვრამდე მისვლა, რომელიც სადგურიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს ტაქსები და სამარშრუტო ტაქსი დადის.
ტაქსის ფასი საშუალოდ 1000 რუსული რუბლია, სამარშრუტო ტაქსი კი 20 რუბლი ღირს. თუმცა ოლიმპური მშენებლობის გამო ქალაქი ერთ დიდი საცობადაა გადაქცეული და საზღვრამდე მისვლას დაახლოებით 40 წუთი მაინც უნდა.
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, რომელიც მდ. ფსოუზე მდებარეობს საავტომობილო ხიდის გარდა ასევე გახსნილია ახალი ხიდი, რომელიც ქვეითთათვის არის განკუთვნილი. ხიდზე დაახლოებით ოცამდე საბაჟო ჯიხურია, რომელთაგან თითოს ორ-ორი ფანჯარა აქვს.
"ორი სახელმწიფოს მეთაური სიხარულისგან ცას ეწია როდესაც ეს ნახეს, ვინაიდან ალექსანდრე ანქვაბიც და დიმიტრი მედვედევიც აღნიშნავდნენ, რომ იყო დიდი რიგები საზღვრის გადაკვეთისას - "ამიერიდან ეს აღარ იქნება", _ აცხადებდა დიმიტრი მედვედევი", _ წერს რუსული მედია და აღსანიშნავს, რომ "პრეზიდენტები" წავიდნენ ჯიხურები კი დარჩა, თუმცა იქ ძალიან იშვიათად ჩნდებიან მებაჟეები.
"ფედერალური საბაჟო სამსახურის თუ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ახლა ხომ გაუგებარია თუ ვინ არის პასუხისმეგებელი საზღვარზე, ვინაიდან მესაზღვრეები "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომლები გახდნენ) "დალაგებული" მუშაობის გამო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ორივე მხრიდან დიდი რიგებია.
ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებლად მიემგზავრებიან გარუჯვას პირდაპირ საზღვარზევე იწყებენ. ისინი აცხადებენ, რომ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას თავისსავე მესაზღვრეებისგან არ ელოდნენ", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები "სულაც არ იწვიან სურვილით" კომენტარი გააკეთონ იმ "სრულ გაურკვევლობაზე" რაც საზღვარზე ხდება.
არსებობს ვარაუდი, რომ მებაჟეები მოლაპარაკებულნი არიან ადგილობრივ ტაქსისტებთან, რომლებსაც კარგი გასამრჯელოს ფასად ტურისტები აფხაზეთში გადაჰყავთ და ამ "კარგ გასამრჯელოს" ისინი ე.წ. გაიშნიკებსა და ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს უყოფენ.