თებერვლის დასაწყისში თბილისში ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჟანი ბუკიკიო ჩამოვა.
ჟანი ბუჯიჯიო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილს შეხვდება და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და საარჩევნო კანონზე რეკომენდაციებსა და შენიშვნებს გააცნობს.
როგორც სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა განუცხადა, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში მხოლოდ კანონი არ უზრუნველყოფს.
"თქვენ უნდა გაყვეთ არჩეულ კურსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემაში ხარვეზები არ უნდა გამოსწორდეს, რადგანაც თქვენ წინ მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გელით. ეს შესაძლოა არსებულ კანონზე დაყრდნობით მოხდეს. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ გაგზავნის ვენეციის კომისიაში შესწორებებს საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. ჩვენ მას შევისწავლით და ჩვენს მოსაზრებებს გაგიზიარებთ მომავალი არჩევნებისთვის. საქართველოს შეუძლია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების თავისუფალი არჩევნების ჩატარება", _ განაცხადა ბუკიკიომ.